⏩ ვალეს მოქალაქეები წყლის დაკორექტირებულ გადასახადს გადაიხდიან

07 აგვ/2017

2899

დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტ ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში წარმოებული ადვოკატირები კამპანიის შედეგად, ქალაქ ვალეს მოსახლეობამ, ორგანიზაციის დახმარებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვეს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სრულად (მთელი თვის) დარიცხული, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის კორექტირება და ზედმეტად გადახდილი თანხის მომდევნო თვეების გადასახადში ასახვა, რადგან ქალაქ ვალეს 2016 წლის ივლისში, 4-7 დღის განმავლობაში, შეწყვეტილი ქონდა წყალმომარაგება. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ დაეთანხმა, მოქალქეთა აღნიშნულ მოთხოვნას (დეტალები იხილეთ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში) მარეგულირებელმა კომისიამ მიიჩნია, რომ მოქალაქეების განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, წყალმომარაგების კომპანიას უნდა დაევალოს დააკორექტიროს აბონენტებზე 2016 წლის ივნისსა და ივლისში დარიცხული სასმელი წყლის საფასური წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ზედმეტად გადახდილი თანხები მომხმარებლებს ჩაუთვალოს კომპანიასთან შემდგომ ანგარიშწორებისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება, მხოლოდ იმ 5 ადამიანს, რომელმაც მიმართა მსგავსი მოთხოვნით წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქ ვალეში მსგვასი პრობლემა კვლავ შეიქმნა, 2016 წლის 29 დეკემბრიდან - 2017 წლის 8 იანვრის ჩათვლით, დემოკრატ მესხთა კავშირი მზად არის დაეხმაროს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი უფლებების დასაცავად, მსგავსი მოთხოვნის (შინაარსის) წერილის მომზადებასა და შესაბამის ორგანოებთან წარდგენაში. აქვე დანართის სახით შეგიძლიათ იხილოთ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული დადგენილების სრული ვარიანტი.წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში, ჩვენს მიერ წაშლილია იმ ადამიანების გვარი და სახელი, რომელთაც მიმართეს კომპანიას აღნიშნული მოთხოვნით. ადვოკატირების კამპანია დაიგეგმა, პროექტ "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ფორუმ სიდა-ს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM

❖ ©️ 2017