▶️ მე და ჩემი ოქროს საწმისი/პრეზენტაცია პროგრამა PITA-ს ფარგლებში

07 თებ/2017

3107

▶️ თანატოლთა განათლების ფარგლებში, PITA ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრის, თამარ თუმანიშვილის ინიციატივით, დემოკრატ მესხთა კავშირში ტრენინგი გაიმართა თემაზე: მე და ჩემი ოქროს საწმისი.

▶️ ტრენინგის მიზანს, ახალგაზრდებში არსებული ლიდერული უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზების მოძიება წარმოადგენდა.

▶️ ღონისძიება ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც, ქვეყნის 13 ქალაქში, საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი, ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM) 

Photo Gallery

დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM  

©️ 2017